დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით "ოცნების" მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა - გიორგი გახარია
საქართველოს ექსპრემიერის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით "ქართული ოცნების" მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა.
"ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს. დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით "ოცნების" მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარება!"- წერს გახარია ტვიტერზე.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ კანონპროექტი არ მიიღონ და სისტემური რეფორმები ჩაატაროს.
@VeniceComm report on de-oligarchization law, is another proof that the Ruling Party acts in the interests of Ivanishvili! By initiating de-ogarchization law Government intends to protect Ivanishvili’s money & strengthen oligarchy! — Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) June 13, 2023