მათი ანტიქართული განცხადებები პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული განცხადებები უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს.
"მაქსიმუმი კეთდება, მათ შორის, პრემიერის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა არასდროს "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მართლაც ანტიქართული განცხადებები, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიდგომა. აქედან გამომდინარე, საკუთარ განცხადებებში ჩაიხედონ და სწორად შეაფასონ ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. მათი ანტიქართული განცხადებები, რა თქმა უნდა პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.