ქალი საკუთარ გასვენებაში "გაცოცხლდა" - უცნაური შემთხვევა ეკვადორში
უცნაური შემთხვევა ეკვადორში - 76 წლის ქალი საკუთარ გასვენებაში "გაცოცხლდა" .
გავრცელებული ინფორმაციით, ბელა მონტოია, რომელიც ექიმების თქმით, ინსულტით "გარდაიცვალა", გასვენებამდე რამდენიმე საათით ადრე "გაცოცხლდა".
ნათესავებმა სასახლეს თავი ქალის ცხედრისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელად ახადეს, რა დროსაც ქალმა თვალები გაახილა და ხელი ასწია.
ამ ეტაპზე მონტოია კლინიკაშია გადაყვანილი და მას ექიმები აკვირდებიან.