რატომ ვერ ვიკლებთ წონაში? - 2 რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ წონაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ იკლებენ.
საჭიროა სწორად კვება
მთლიანად შეცვალეთ კვების მოდელი: შეწყვიტეთ ცხიმიანი და მარილიანი საკვების მიღება, უარი თქვით წითელ ხორცზე და გადახვედით ბოსტნეულზე, მაგრამ მაინც არ იკლებთ წონაში? საქმე ისაა, რომ ალბათ ყველაფერი არასწორად გააკეთეთ. ბევრი დიეტოლოგი ამბობს, რომ დღეს უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ არა იმას რამდენს ჭამთ, არამედ იმას, თუ როგორ იკვებებით. დიეტაზე ყოფნისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უარი თქვათ ცუდ კვებით ჩვევებზე, არამედ ნამდვილად გიყვარდეთ ჯანსაღი საკვები. აქ კი აუცილებლად დაგეხმარებათ გამოცდილი ადამიანების, ბლოგერების ვიდეოები, რომლებიც გასწავლიან, როგორ გადააქციოთ უბრალო სალათის ფოთოლი გემრიელად და თავი არ დაიტანჯოთ უგემური საკვებით.
იყავით რეალისტები
თუ გრძნობთ, რომ ტკბილეულს მთლიანად ვერ თმობთ, ნუ იტანჯებით, მიეცით საშუალება თქვენს თავს კვირაში ერთხელ თქვენი საყვარელი ნამცხვარი ან ნაყინი მიირთვათ. კარგია, როცა ვამბობთ, რომ ორშაბათიდან დიეტაზე ვართ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე მარტივად არ ხდება და თანდათანობითი პროცესია.