თეგებით ძიება

სტატუსის მიღების შანსები არის 50/50-ზეა - ირაკლი კობახიძის სპეციალური განცხადება

ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან, შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღესაც მიფრინავს ბრიუსელში პრემიერი, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ხელისუფლება და მათ შორის პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე ოპოზიცია ახორციელებს საბოტაჟს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პრემიერი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს.

ამისათვის იმართება შეხვედრები ბრიუსელში, ამისათვის იმართება შეხვედრები ელჩებთან, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი ამოცანა. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან. შანსები არის 50/50-ზე, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები იქნებოდა 100%-იანი, მაგრამ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. ჩვენთვის მთავარია, რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს გლობალური ომის პარტია. გლობალურ ომის პარტიას შეუძლია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოსწიოს და ამ შემთხვევაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით წინა შემთხვევაში ივნისში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი.

იმედია, ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია საქმეში არ ჩაერთვება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა