თეგებით ძიება

ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, ის არის საქართველოს მტერი - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი.

"წარმოუდგენელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეგწევდეს ძალა, რომ დღეს რაც ხდება, ამის პარალელურად ამბობდე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს. ვინც ამას ამბობს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, მისი მიზნები დაკავშირებულია სტატუსის არმიღებასთან და ის არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა