"ჩვენი გვარის სიამაყე იყავი" - ტრაგედია გიორგი გილიგაშვილის ოჯახში
მსახიობ, გიორგი გილიგაშვილის ბიძა, ყოფილი მაღალჩინოსანი როლანდ გილიგაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგის და, ნუცა გილიგაშვილი ავრცელებს.
"ჩემი საამაყო ბიძა აღარ მყავს, მაგრამ ისეთი ღირსეული და პატიოსანი კაცი იყავი, ყოველთვის დარჩება შენი სამაგალითო საქმეები ისტორიებად და მაგალითებად. მადლობა, რომ ჩვენი გვარის სიამაყე იყავი და ყველას ისეთ კეთილ და პატიოსან ადამიანად ახსოვხარ, რომ ხაზგაუსმელი არავის რჩება. მეამაყები როლანდი ბიძია და სულ ასე იქნება. მიყვარხარ", - წერს ნუცა გილიგაშვილი.