ადიგენში ძლიერმა სეტყვამ 12 სოფელი დააზარალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა სეტყვამ 12 სოფელი დააზარალა.
დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის სახურავები, გზები და ხიდები.
"12 სოფელი დაისეტყვა, ყველაზე მეტად დაზარალდა - ფხერო, ზემო ენთელი და ქვემო ენთელი. როგორც კი საშუალება მოგვეცა, სეტყვამ გადაიღო, მაშინვე წამოვედით სოფლებში. საკმაოდ დააზიანა სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ზარალის დათვლა დაიწყება და მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს", - განაცხადა მუნიციპალუტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ.