უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია.
„ეს არის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელიც იყენებს, როგორც ახლახანს საჯაროდ ვთქვი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვებს. ეს 4-დან დაიწყო და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზე და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში.
მისი თქმით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს.
„აბა, ვინ არის დამნაშავე - გასაგებია, რომ უკრაინული მხარე იღწვოდა ამისკენ. იცით, ახლა არ ვიტყვი იმას, რაშიც 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, რადგან მთლიანობაში, დიდი აფეთქებები აქამდე არ დაგვიფიქსირებია. ნგრევა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ასე შემატყობინეს, მაგრამ მიზანმიმართულად დაარტყეს HIMARS-ით არაერთხელ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურს, საქმეც ამაშია“ , - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში.