ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს - რაზე საუბრობს ქეთი დოლიძე?
რეჟისორი, ქეთი დოლიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება.
“არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს. რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს”, – თქვა დოლიძემ „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში.