თეგებით ძიება

„ყველაფერი უნდა ჩაიხსნას საბიუჯეტო დაფინანსებიდან, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გარკვეული უწყებები საბიუჯეტო დაფინანსებიდან უნდა ჩაიხსნას და განკერძოვდეს.

„კულტურის სამინისტრო

მეცნიერებათა აკადემია

თსუ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საპატრიარქო

ეკონომიკის სამინისტრო

სსიპ-ები და ააიპები

სახელმწიფო საწარმოები

და ა.შ.

და ა.შ.

ლეგიონია მათი სახელი

ყველაფერი უნდა ჩაიხსნას საბიუჯეტო დაფინანსებიდან

და სადაც და რაც შესაძლებელია, განკერძოვდეს

ყველამ მიხედოს საკუთარ თავს და დასრულდეს ისედაც ღარიბი მოსახლეობისთვის ძალით წართმეული ფულით პარტიული ხმების მობილიზება სხვადასხვაგვარი კამუფლიაჟით

როგორც კი იწყებთ ‘მერე იმას რა ეშეველება, მერე ამას რა ეშეველება’, მანდ შემორბიან ზებრებზე ამხედრებული წულუკიანი და ბაჩო რუსეთის დროშებით ხელში“, - წერს ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა