ნეტავ დეოლიგარქიზაციის კანონი ჩემზე ვრცელდებოდეს - იაგო ხვიჩია
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პარლამენტი მიერ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა.
„მე მჯერა, რომ კარმა არის ოხერი და, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ გაასამართლებენ ამ კანონით, აქამდე მივა ეს საქმე საბოლოო ჯამში. ცნობილი რეჟისორის ნათქვამის არ იყოს, თოფს, რომ სადღაც ჩამოკიდებ, ის აუცილებლად გაისვრის ბოლოში და ჩემზე ყველაზე ნაკლებად გავრცელდება დეოლიგარქიზაციის კანონი. ნეტავ, ვრცელდებოდეს ჩემზე, ნეტავ ჩემი მდგომარეობა და ჩემი პარტიის ისეთი იყოს, რომ ვრცელდებოდეს. პირველი ვისზეც დეოლიგარქიზაციაზე ახსენდება ამ ქვეყნის მოსახლეობას ის ბრძენი კაცი ახსენდება, მერე შეიძლება მოვიდეს კეზერაშვილიც, ხაზარაზეც. ასეთ კანონს ღებულობ, სადაც პირველი შენ ახსენდები და ამ კანონით კარგს არაფერს არ ამბობ შენთვისვე, როგორ ავუკრძალოთ ქოცებს ამ კანონის მიღება, მიიღონ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.