თეგებით ძიება

"ლილემ სიმსივნე დაამარცხა გმირულად..." - ნუგზარ სულაშვილი 6 წლის ბავშვზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და პატარა ლილეს მიერ ონკოლოგიური დაავადების დამარცხების შესახებ წერს.

"ლილემ სიმსივნე დაამარცხა გმირულად

ორი წლის წინ, როდესაც მის შესახებ შემატყობინეს, ის  4 წლის იყო. მშობლებს ეშინოდათ, რომ მისი დაუძლურებული ჯანმრთელობა, ვეღარ გაუძლებდა მკურნალობის ხანგრძლივ პროცესს. ჯიუტად ვუმეორებდი მათ - ლილე შესძლებს. ლილე გაიმარჯვებს!

ჰოდა, ლილემ გაიმარჯვა!

 ორ კვირაში ჩაეხუტება ბებიას და მის საყვარელ პუდელ მიმის, რომელიც 7 თვის დატოვა თბილისში. ლილე ყოველ შეხვედრაზე მახსენებდა რომ წამოსვლისას პირობა მისცა, აუცილებლად დაბრუნდებოდა მასთან.

ლილე სიტყვის ქალია.

თქვა და შესარულა", - წერს სულაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა