თეგებით ძიება

"ეეჰ, გული გამიჩერდა.. საშინელება და უდიდესი ტრაგედიაა... ბავშვს გული მამის მოფერების მერე გაუჩერდა" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"ემიგრანტთა არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ანი ხარებავას გარდაცვალების შესახებ წერს.

"მამა ერთი წლის უნახავი ყავდა, ჩამოვიდა თურქეთში, ბავშვს მოეფერა.  მამას თბილი დახვდა და გული მისი მოფერების მერე გაუჩერდა.

გარდაიცვალა 14 წლის ანი ხარებავა.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

ეეჰ ,გული გამიჩერდა.. საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა.

ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა პრინცესას ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.

ღმერთო, ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთო, რატო დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე პატარა, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა. სული მეწვის, გამძლეობა მოგცეთ უფალმა! ღმერთო ჩემოოო, რა უსამართლობააააა .

ტრაგედია, რომელსაც სახელი არ აქვს.... აქ სიტყვები ძალას კარგავენ....

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ანი. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. მშვიდად განისვენე,  უკვე უფალთან ხარ.

მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, პატარა ანგელოზო", - წერს სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა