თეგებით ძიება

ეგვიპტის ხელისუფლება ზვიგენის მიერ შეჭმული კაცის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს

ჰურგადაში ზვიგენის მიერ შეჭმული 23 წლის რუსის, ვლადიმერ პოპოვის ცხედრის ახლობლებისთვის გადაცემაზე ეგვიპტის ხელისუფლება უარს აცხადებს. ამის შესახებ Turprom-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტებმა დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ შეძლეს, რადგან მისი ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული. ამასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასრულებამდე ნეშტს ოჯახს არ გადასცემენ და ამას შეიძლება კვირები დასჭირდეს.

ცნობილია, რომ ვლადიმირის მამას, რომელიც მასთან ერთად ისვენებდა წითელ ზღვაზე, სურს, შვილის ცხედარი რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს, რათა კრემაცია ჩაუტაროს და რუსეთში დაკრძალოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა