თეგებით ძიება
13. 06. 2023 მსოფლიო

ზვიგენის მიერ შეჭმული რუსი ტურისტის ცხედარს ოჯახს არ აძლევენ - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები

ეგვიპტეში, ჰურგადაში რუსი მამაკაცის ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ახალ დეტალებს Turprom-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლება უარს ამბობს ჰურგადაში ზვიგენის მიერ შეჭმული 23 წლის რუსი ვლადიმერ პოპოვის ცხედრის ახლობლებისთვის გადაცემაზე მანამ, სანამ არ მორჩება სამედიცინო ექსპერტიზა, რაც ფაქტის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

გამოცემის ცნობითვე, ცხედარი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი იდენტიფიცირება რთულია. მას დაზიანებული აქვს სახეც, ხოლო სხეულის გარკვეული ნაწილები, მათ შორის ხელები და გულმკერდის ზონა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი ტრაგედია ეგვიპტეში 9 ივნისს მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა