მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად იწვიმებს.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება