თეგებით ძიება

ფრაზები, რომლებიც თავს ყოველთვის ბედნიერად გაგრძნობინებთ

გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც თავს ყოველთვის ბედნიერად გაგრძნობინებთ:

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც პრობლემები არ აქვს.

თქვენ არ ხართ ერთადერთი.

გამოწვევები ცხოვრების ნაწილია.

არ არსებობს პრობლემა, რომელსაც არ აქვს გამოსავალი - ხსნა იმ ტკივილებისგან, რომლებსაც თქვენ განიცდით.

გონებაში საკუთარი თავის წარმოსახვამ შეიძლება თქვენი ბედნიერება განსაზღვროს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როგორც ძვირფასი და ლამაზი ადამიანი. გადააბიჯეთ დაბალი თვითშეფასებისა და არასრულფასოვნების კომპლექსს.

არ იდარდოთ, რას ამბობენ თქვენზე. ზოგიერთი ადამიანი სადისტია. მათ შეუძლიათ უბრალოდ თქვან რაღაც მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ დაითრგუნოთ.

დაუმეგობრდით გონიერ ადამიანებს, რომლებიც გაბედნიერებთ. ნუ დაეკონტაქტებით იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ხუმრობენ თქვენზე ან დასცინიან თქვენს გამოწვევებს.

თავისუფალ დროს დაკავდით თქვენი საყვარელი აქტივობებით, როგორიცაა კითხვა, სწავლა და ა.შ.

არავის მისცეთ უფლება ფულით და მატერიალური ნივთებით გაცდუნოთ. დღეს ღარიბი ადამიანი ხვალ შეიძლება გამდიდრდეს. ცვლილება მუდმივია.

ყველანაირი სირთულის მიუხედავად - არასოდეს დანებდე. სანამ ცოცხლობ, იმედიც არსებობს. არასოდეს შეწყვიტო მცდელობა.

ილოცეთ შეუწყვეტლად. ლოცვა კატალიზატორია, რომელიც ბედნიერებას სწრაფად გაგრძნობინებთ.

იყავით გაბედული. მთლიანი ცხოვრება რისკის შემცველია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა