"ადამიანებმა რომ იცოდნენ... გასამრჯელოს იქეთ გადამახდევინებდნენ" - რას წერს ზურა შევარდნაძე?
"გარდენიას" მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქმიანობა ბედნიერებას ანიჭებს.
"ადამიანებმა რომ იცოდენ, რა დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი საქმის კეთებით - დღესასწაულების, წვეულებების, ბაღების მოფურჩქვნაში, გასამრჯელოს იქეთ გადამახდევინებდნენ.
მადლიერი ვარ, უსაშველოდ მადლიერი, რომ მაძლევთ ამდენი სიხარულის უფლებას", - წერს შევარდნაძე.