თეგებით ძიება

გასულ წელს დაქორწინდნენ, ორივე 22 წლის იყო - რუსების სარაკეტო იერიშს შეწირული უკრაინელი წყვილი

უკრაინაში, კრივოი როგში, რუსების თავდასხმის შედეგად ახალგაზრდა წყვილი დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დავიდი და ქსენია ეპელმანები გასულ წელს დაქორწინდნენ. ორივე მათგანი 22 წლის იყო.

წყვილის მეგობრების თქმით, დავიდი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა კრივოი როგში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში, 13 ივნისს, გამთენიისას მიიტანეს. დაღუპულია 11 ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით, 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა