ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მიმდინარეობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე თანამედროვე გამანადგურებლები, რომ შეძლონ ტერორისტული სახელმწიფოსგან თავდაცვა.
"სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტები კომპანიებისგან მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის კომპანიებისგან. შემდეგ ეს კომპონენტები იგზავნება რუსეთში სხვადასხვა გზით. თუ ავიღებთ, მაგალითად, ერთ-ერთ რაკეტას, რომელიც დღეს კრივოი როგს მოხვდა, მასში 50-მდე კომპონენტი - ძირითადად მიკროელექტრონიკა - სხვა ქვეყნებში იყო წარმოებული", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.