თეგებით ძიება
14. 06. 2023 მსოფლიო

ომის შედეგად, 488 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.

„2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა