თეგებით ძიება
14. 06. 2023 ვიდეო

"საქორწინო კაბა დედამ ძალით ჩამაცვა, მამა მცემდა, გვერდები სულ დალურჯებული მქონდა..." - რას ამბობს 17 წლის ანა მამედოვა? (ვიდეო)

2022 წლის 5 ივნისს ქვემო ქართლის პოლიციაში შევიდა ანონიმური ზარი, რის თანახმადაც ქალაქ მარნეულში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არასრულწლოვანი იყო, რომელსაც იძულებით ათხოვებდნენ და პოლიციის დახმარება ითხოვა.

პოლიციელებს ადგილზე მისვლისას აღელვებული არასრულწლოვანი გოგო დახვდათ, რომელიც საქორწინო კაბაში იყო გამოწყობილი. 

"კაბა დედამ ჩამაცვა. დამაძალეს, სხვა გზა არ მქონდა. არ ვიცნობდი იმ ბიჭს, ვისაც მაყოლებდნენ. 2-ჯერ ვნახე სულ იოსებ იბრაგიმი. აზრი არავის უკითხავს ჩემთვის.

მე სწავლის გაგრძელება მსურდა.

სახლში ყველას ვთხოვდი დახმარებას, არ გამათხოვოთ-მეთქი და უარს ამბობდნენ, მამას დაუჯერეო. მე რომ გათხოვებას ვაპროტესტებდი მამა მცემდა, სულ გვერდებში მირტყამდა. რომ ვეუბნებოდი და ვეხვეწებოდი არ მცემო-მეთქი, მეუბნებოდა, რომ ვარცხვენდი ოჯახს.

ნიშნობის დღის მერე შიშით ველოდებოდი ქორწილის დღეს. ყოველ დღე შიშში ვცხოვრობდი.

დანიშნეს ქორწილი - 5 ივნისს. სილამაზის სალონში ძალით წამიყვანეს, რომ მაკიაჟი გაეკეთებინათ და გაველამაზებინე. სულ ვტიროდი“, - ამბობს 17 წლის გოგონა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა