თეგებით ძიება
14. 06. 2023 ვიდეო

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა - ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოქალაქის პროტესტზე (ვიდეო)

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მოქალაქის პროტესტს ეხმაურება და მას ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებას უწოდებს. 

"ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის, ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ძალიან სამწუხაროა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ბუნებრივია მიუღებელია კატეგორიულად ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვები გამოყენება ამისთვის.  ჯერ პროვოკაცია განხორციელდა და ამას ტაშით შეხვდა კოლექტიური ნაცმოძრაობა, მთელი რადიკალური ოპოზიცია, რაზეც მიიღეს მათ ბუნებრივია სათანადო პასუხი, რაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად შეირგეს, იმიტომ, რომ იციან, არ არიან მართლები. ეს იყო და ეს, არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა, მათ მიიღეს სათანადო სიტყვები, ეს ძალიან კარგად შეირგეს, რაც სწორია, იმიტომ რომ ისინი არ არიან მართლები", - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა და საპროტესტო ბანერი გაშალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა