თეგებით ძიება

დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ - ირაკლი კობახიძე

დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას ერთმანეთში წინააღმდეგობა აქვთ, როგორც კი დალაგდებიან, ჩვენი მხრიდან მაშინვე იქნება გადაწყვეტა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რადგან ჩანაწერი დეოლიგარქიზაციის შესახებ ნიშნავს პერსონალიზებული მიდგომით ამ საკითხის მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გადახედავს ამ 12 პუნქტს, შეაფასებს 12 პუნქტის განხორციელებას. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში უკვე, კანონი გაუქმდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

გასული წლის 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა