"ვანდალიზმის ახალი ფორმები გაჩნდა თბილისში" - რა ვიდეო ვრცელდება?
თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ვანდალიზმის ფაქტია ასახული.
"სამწუხაროდ, ვანდალიზმის ახალი ფორმები გაჩნდა თბილისში- ცხოველების გაწრთვნა-ვარჯიში სკვერებსა და პარკებში არსებულ ხეებზე.
ჩვენი მებაღეები - „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ყოველდღიურად აწყდებიან ახლადდარგულ, დაზიანებულ მცენარეებს. აღარაფერს ვამბობთ მოთხრილ და მოპარულ ნარგავებზე.
მეგობრებო, ნუ ჩაუვლით გულგრილად გვერდს ამგვარ ფაქტებს, ეს რეკრეაციული სივრცეები ხომ ჩვენი შვილებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება და მისი მოვლა-პატრონობა ყველას ვალდებულებაა", - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.