აქვს კონტროლიორს უფლება, მგზავრი ტრანსპორტიდან ჩაიყვანოს და დააჯარიმოს? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
კონტროლიორი როდესაც უბილეთო მგზავრს გამოავლენს, სხვა მგზავრები რომ არ შეაყოვნონ, მათ უფლება აქვთ, კონკრეტული ადამიანი სატრანსპორტო საშუალებიდან ჩაიყვანონ და შესაბამისი პროცედურები გაატარონ. ამის შესაებ სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ.
"ასევე, უფლება აქვთ, მონიტორინგის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაში ავიდნენ და ბილეთების წარდგენა ითხოვონ, ამას რა დრო დასჭირდება, განსაზღვრული არ არის. არ აქვთ უფლება, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს მგზავრობა შეაწყვეტინონ, ან დააჯარიმონ.
თუმცა, თუ არასრულწლოვანს თან სრულწლოვანი ადამიანი ახლავს, ის დაჯარიმდება. ესეც კანონითაა განსაზღვრული. თუ მგზავრი ჩათვლის, რომ კონტროლიორმა საკუთარ უფლებას გადააჭარბა, შეუძლია, გაასაჩივროს.
მოგვმართოს განცხადებით მისამართზე: სადგურის მოედანი, N2 და საკითხზე მოკვლევა დაიწყება", - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
წყარო: Mshoblebi.ge