თეგებით ძიება

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ სახელმწიფომ აღიარა, ზოგიერთ შშმ პირს ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა შშმ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და ასისტენტის დანიშვნის უფლების რეალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

,,ანა გოგუაძის მაგალითი სარჩელთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეგიწყვეს, ადვოკატები, რომელთა გარეშეც არ იქნებოდა ის შედეგი, რაც დადგა.

ეს არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ თქვენგანს დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი. მე არ ვიცი დღეს რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებით, მაგრამ ამ მაგალითით ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამის უფლება აქვთ და გამოიყენონ ეს უფლება.

თქვენ ხართ ძალიან დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც შეიძლება იბრძოლოთ. მე ყველას მინდა მოვუწოდო - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის არის შედეგი და გამარჯვება. თანაბარი უფლებები ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და საძირკველია. თუ ეს ყველასთვის არ იქნება, მაშინ არაფერი არ იქნება. ყველასთვის უნდა არსებობდეს ეს თანასწორობა და თანაბარი უფლებები. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღე! გისურვოთ წინსვლა და წარმატება!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

,,ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, ვისაც ესაჭიროებოდა პირადი ასისტენტის სერვისი. მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და შენებაზე“,- განაცხადა ანა გოგუაძემ და საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს მას ღირსების მედალი გადასცა, მადლობა გადაუხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა