თეგებით ძიება

ევროპულ პერსპექტივას აზიანებს ყველაფერი - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ებრძვიან თავიანთი კანონებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია, ასევე, გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, იმის თაობაზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებენ, თუ ევროკომისია მოთხოვნებიდან დეოლიგაქრიზაციის პუნქტს ამოიღებს.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, პარტნიორებს ასე არ ელაპაკებიან საჯაროდ, თუ მიზანი სიტუაციის ხელოვნური გამწვავება არ არის.

"მე არასდროს მომწონდა ეს პუნქტი, რადგან თუ ერთმანეთს ოლიგარქებად გამოვაცხადებთ, ეს დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობდა, თუმცა, ეს ტონალობა, რომ "ამოიღე დეოლიგარქიზაცია და მე ამას ვიზამ", ჩემი აზრით, ეს არ არის საჯაროდ გასარჩევი საკითხი. ეს არის სალაპარაკო საკითხი, თუ ვიღაცას პარტნიორად მიიჩნევ და უბრალოდ, არ ცდილობ ხელოვნურად გაამწვავო სიტუაცია, რომ მერე უარი გითხრან.

თუ ეს კანონი ვინმეს არ აწყობს, ჩემი აზრით, არ აწყობს "ქართულ ოცნებას," რადგან მოვა დრო და მის მიმართ მოითხოვენ ამის გავრცელებას. ჩემი აზრით, დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს, თავიდანვე უნდა ეთქვა ოპოზიციას, რომ ეს არავის სჭირდება. ჩვენზე სამწუხაროდ, არ ვრცელდება ეს კანონი, ნეტა გვქონდეს იმდენი ფული ჩვენზე ვრცელდებოდეს, ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყოდით, სინამდვილეში თუ ვინმეზე ვრცელდება, ეს არის "ქართული ოცნება" და მეორე "ნაციონალური მოძრაობა". ისინი ერთმანეთს ებრძვიან თავიანთი კანონებით, ერთს ერთი კანონი ჰქონდა, მეორეს - მეორე და მე ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. გინდა ერთი მიუღიათ, გინდა მეორე, საბოლოო ჯამში, თვითონ გაასამართლებენ ერთმანეთს.

რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, მას აზიანებს ყველაფერი, რასაც 12 პუნქტის ფარგლებში ჩვენ აქამდე ვაკეთებდით, ძირითადად ხელისუფლება და არც ოპოზიცია იყო ჩამორჩენილი ამ ამბავში. ეს დისკუსია დეოლიგაქრიზაციის პუნქტზე განსაკუთრებით ვეღარაფერს დააზიანებს, რადგან უკვე დაზიანებულია სამწუხაროდ", - განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა