იენს სტოლტენბერგი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მომენტი ომში.
„ჯერ კიდევ კონტრშეტევის ადრეული ეტაპია და ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს გარდამტეხი მომენტი ომში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.