"პედოფილებსა და არასრულწლოვანზე მოძალადეებზე საჯარო რეესტრი უნდა შეიქმნას" - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ბათუმში, 15 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ პედოფილების შესახებ საჯარო რეესტრი უნდა შეიქმნას.
„უნდა შეიქმნას საჯარო რეესტრი, სადაც საჯარო იქნება ყველა პედოფილზე და არასრულწლოვანზე მოძალადეზე ინფორმაცია მთელი ცხოვრება და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისინი კეთროვნებად გამოაცხადონ და ბავშვები არ მიაკარონ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, 15 წლის გოგო, რომელმაც ბათუმში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.