წალკაში ადიდებულმა მდინარემ შუა საუკუნეების ხიდი დაანგრია (ვიდეო)
წალკაში, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ ისტორიული ხიდი დაანგრია. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეოს გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
„წალკაში არსებული შუა საუკუნეების ხიდი უხვმა ნალექმა დაანგრია.
ისტორიულ შენობა ნაგებობებს გაფრთხილება სჭირდება!“ - წერია ვიდეოს აღწერაში.
ვიდეო: გოდერძი ნარიმანიშვილი