აჭარის ტელევიზიის თანამშრომელზე თავდამსხმელი დააკავეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, კობა ფარტენაძეს დღეს დილით უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.