„ვალია ბებოს სახლთან, 150 მეტრში, რუსებმა საოკუპაციო ღობე დაამონტაჟეს“ - დავით ქაცარავა ვიდეოს აქვეყნებს
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხურვალეთში, დათა პაპას მეუღლის, ვალია ბებოს სახლთან ოკუპანტებმა საოკუპაციო ღობე დაამონტაჟეს.
“ფაქტობრივად მიმდინარე რეჟიმში ღობავენ რუსები ჩვენს ტერიტორიებს.
ამ წუთას ვიმყოფებით ხურვალეთში და შევიტყვეთ, რომ ოკუპანტებმა იმუშავეს და შეღობეს ჩვენი ტერიტორია.
ვალია ბებოს მიმდებარე სახლთან, დაახლოებით 150 მეტრში, რუსებმა დაამონტაჟეს საოკუპაციო ღობე.
ღობის მონტაჟი მიმდინარეობს ოკუპაციის ხაზზე.
თქვენ კი, კოლაბორაციონისტ-გამყიდველებო, გააგრძელეთ ელარჯის წელვა, რუსული ჩეკების ბეჭდვა, ცეკვა-თამაში და ტენდერების რუსულად ატვირთვა.
ათბობთ ურთიერთობებს და სტრატეგიულად ითმენთ, ქოცებო?
ფრთხილად, რამე არ დაგეწვათ.
მეფობენ დრონი და არა ქოცები”, - წერს ქაცარავა.