თეგებით ძიება

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში და პირიქით, მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათია შეჩერებულია. ამის მიზეზი ქალაქ გაგრაში მომხდარი სტიქიაა. კერძოდ, ძლიერმა წვიმამ სახლები და სასტუმროები დატბორა.

ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაში აცხადებენ, რომ არასასურველი ამინდის გამო გაგრა-ცანდრიფშის მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.

„მოსკოვიდან და პეტერბურგიდან სოხუმის მიმართულებით მიმავალი მატარებლები ცანდრიფშის სადგურზე გააჩერეს. სოჭი-გაგრას ტურისტული მატარებელი ვესიოლოეს სადგურზეა გაჩერებული. გაუქმდა ლასტოჩკის რეისი“, - განაცხადეს ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაში.

როდის აღდგება მატარებლებით მოძრაობა, უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა