თეგებით ძიება

შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული “ფეიკია“ - ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, ზუ­რაბ აბა­ში­ძე ადასტურებს, რომ ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტთან, მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარი 2 წლის წინ მართლაც შედგა, მაგრამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის “ფე­ი­კია”. ამის შესახებ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

“რაც შე­ე­ხე­ბა მარკ ზილ­ბერ­კვიტს, ის არის კერ­ძო პირი, მე მას ვიც­ნობ იმ პე­რი­ო­დი­დან, რო­დე­საც მოს­კოვ­ში ელ­ჩად ვმუ­შა­ობ­დი. ზილ­ბერ­კვი­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი არას­დროს ყო­ფი­ლა, არც ახ­ლაა და მგო­ნი, სა­ერ­თოდ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და.

მე ვა­დას­ტუ­რებ, რომ 2 წლის წინ მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მქონ­და, მაგ­რამ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ეს სა­უ­ბა­რი არის და­ჩე­ხი­ლი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, “ფე­ი­კი”. ეტყო­ბა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამონ­ტა­ჟებ­დნენ ისე, რო­გორც აწყობ­დათ. რო­დე­საც მო­რი­გი, უკა­ნო­ნო გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ბა­ტონ კა­რა­სინ­თან გა­მო­ამ­ზე­უ­რეს, მა­შინ ვთქვი: სა­უ­ბარ­საც ვა­დას­ტუ­რებ და სა­უბ­რის ში­ნა­არსსაც ვა­დას­ტუ­რებ.

ამ­ჯე­რად ვამ­ბობ: დიახ, სა­უ­ბა­რი შედ­გა, მაგ­რამ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის “ფე­ი­კია”, ამი­ტომ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ.

სა­უ­ბა­რი არის და­ჩე­ხი­ლი, “ფე­ი­კი”. 2 წელი საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ და­ა­მონ­ტა­ჟო ისე, რო­გორც გინ­და”, - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

ცნობისთვის, Youtube-ზე გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პოზ­ნერს თბი­ლის­ში ახ­ლდა. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე მათ, ვინც პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, „ნა­ცის­ტე­ბის ჯგუფს“ უწო­დებს და პოზ­ნერს ბო­დიშს უხ­დის. ჩა­ნა­წე­რი დღეს გავ­რცელ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა