თეგებით ძიება

„მთელი სახელმწიფო მანქანა უმტკიცებდა, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს არ უყვარხართ, თორემ მთელი დანარჩენი საქართველო ვგიჟდებით თქვენზეო…“ - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი, გია ხუხაშვილი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძისა და ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტის, მარკ ზილ­ბერ­კვიტის სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„პრობლემა ის კი არ არის, რა რეაქცია ჰქონდა აბაშიძეს აღნიშნულ ინციდენტზე. ეს მისი პირადი აზრები და განცდებია.

პრობლემა ის არის, რომ როგორც ის ამბობს, კერძო პირის მიმართ გამოხატული პროტესტის გამო მთელი სახელმწიფო მანქანა უმტკიცებდა არა პოზნერს, არამედ რუსეთის ხელისუფლებას, რომ მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს არ უყვარხართ, თორემ მთელი დანარჩენი საქართველო ვგიჟდებით თქვენზეო…“ - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, Youtube-ზე გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პოზ­ნერს თბი­ლის­ში ახ­ლდა. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე მათ, ვინც პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, „ნა­ცის­ტე­ბის ჯგუფს“ უწო­დებს და პოზ­ნერს ბო­დიშს უხ­დის. ჩა­ნა­წე­რი დღეს გავ­რცელ­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა