თეგებით ძიება

„ქართული ოცნება“ არის ტროას ცხენი, რომელიც რუსეთმა შემოაგორა - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ტროას ცხენია, რომელიც რუსეთმა შემოაგორა. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„პირდაპირ ვთქვათ, „ქართული  ოცნება“ არის ტროას ცხენი, რომელიც საქართველოს ყველაზე მედასავლეთე და ცივილურად განწყობილ სახელმწიფოს და ხალხს ამ რეგიონში შემოუგზავნა რუსეთმა. დიახ,  ტროას ცხენია, რომელიც შემოაგორეს, ახლა ეს ტროას ცხენი უნდათ, რომ ევროპაში შეაგორონ. ამაშია ახლა საქმე. ვფიქრობ, რომ ამას ევროპელები მიხვდნენ, ბევრი, უსიტყვოდ დამთავრებული შეხვედრები, ამის ნათელი მაჩვენებელია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა