თეგებით ძიება

„საქართველო გამზადებულია რუსეთისთვის გადასაცემად! აქ სადავო აღარაფერია...“ - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძისა და ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტის, მარკ ზილ­ბერ­კვიტის სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„ზურაბ აბაშიძის საუბარს პოზნერის მრჩეველთან და შემდეგ პოზნერთან რა ჰქვია? 

კითხვა რიტორიკულია და პასუხი ამაზე იმდენად მრავალფეროვანი და მძაფრია, რომ ჩამოთვლა საკმაოდ შორს წამიყვანს. 

სამწუხაროდ, ეს ადამიანი გამოხატავს არა თავის პოზიციას, არამედ ზოგადად ქოცნების დამოკიდებულებას და მიდგომას რუსი ოკუპანტის მიმართ. 

"რუსი ოკუპანტია"? ეკითხება პოზნერის თანაშემწე აბაშიძეს. 

"ეს მათი რიტორიკაა", პასუხობს აბაშიძე. 

ანუ აბაშიძე ეუბნება, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და  საზოგადოების 90%-ს, რომელიც რუსულ საოკუპაციო რეჟიმს თავის სახელს არქმევს, ნაცისტებად მოგვიხსენიებს. 

გულისამრევია აბაშიძე თავისი ჩასვრილი, მონური რიტორიკით, რომელიც ცალსახად გამოხატავს ფულზე გაყიდული მთავრობის პოზიციას. 

ეს მთავრობა ემსახურება რუსეთის ინტერესებს და აქ სადავო აღარაფერია. 

საქართველო გამზადებულია რუსეთისთვის გადასაცემად. 

თუ არ გვინდა საბოლოოდ დავკარგოთ სამშობლო, მაშინ უნდა გავერთიანდეთ.

ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა!

ბრძოლის და გამარჯვების დროა! 

ძალა ერთობაშია!“ - წერს ქაცარავა.

ცნობისთვის, Youtube-ზე გავ­რცელ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პოზ­ნერს თბი­ლის­ში ახ­ლდა. ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე მათ, ვინც პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, „ნა­ცის­ტე­ბის ჯგუფს“ უწო­დებს და პოზ­ნერს ბო­დიშს უხ­დის. ჩა­ნა­წე­რი დღეს გავ­რცელ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა