სამტრედიაში, მდინარეში მოზარდი დაიხრჩო
სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალზე მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წასული მე-11 კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
ადგილზე სამძებრო სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.