ვინ არის ბიჭი, რომლის გამოც 15 წლის გოგომ თავი მოიკლა? - ბათუმში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები
ბათუმში, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 22 წლამდე მამაკაცი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს იძულებით ამყარებდა. გოგონამ სისტემატურ მუქარას, შანტაჟსა და დამცირებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდი მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა. ის ჯერ მერვე სართულის აივნის სახურავს, შემდეგ კი ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბრალდებული გოგონას მამინაცვალის მეგობარია.
შეგახსენებთ, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.
11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
22 წლამდე მამაკაცს თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით გაასამართლებენ. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.