თეგებით ძიება

"კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე..." - ვინ არის ბიჭი, რომელიც მდინარეში ტრაგიკულად დაიღუპა?

14 ივნისს, სამტრედიაში ტრაგედია მოხდა. მდინარეში მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დაიხრჩო. უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში "ემოგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ეხმაურება.

"გლოვობს ჩემი სამტრედია გივიკოს. ტრაგედია დატრიალდა სამტრედიაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, რომელიც მეზობლებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, მდინარე გუბისწყალმა იმსხვერპლა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და იპოვეს...

მოიხსენიეთ ახლად შესვენებული გივი. კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...

რა უსამართლოა ცხოვრება. თავიდან ვერ ვიაზრებთ რა ხდება, ადგილს ვერ ვპოულობთ. გარშემო ქაოსია. ბრბო გიახლოვდება, ყველას ყურები აქვს ჩამოყრილი, თვალები ჩაწითლებული, თითქოს 

ტიროდნენ. გიახლოვდებიან და ხვდები, რომ ეს ჩამქრალი თვალები, აწეწილი თმები, აკანკალებული ხმით წარმოთქმული სიტყვები "მოჰყავთ" ავის მომასწავლებელია. შიში გიპყრობს. წამით გახსენდება, რომ მთელი დღის განმავლობაში, უცნაურად იქცეოდი. სულ იცინოდი. გეკითხებოდნენ "დღეს რა გემართება, ხომ კარგად ხარ-ო" 

გახსენდება, რომ ტაძარში შესვლა ვერ გაბედე. ჰო, გამახსენდა. ტაძრის შესაავლელთან ვიდექი. ნაბიჯი უნდა გადამედგა, მაგრამ რაღაც მაკავებდა. სწორედ იმ საღამოს. "მე შენ დაგკარგე".

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული...

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს....

ღმერთმა გაგაძლიეროთ, ამ მძიმე დროს სიტყვები არ უძლურია....", - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა