ავტობანზე დაიწვა ავტობუსი, რომელსაც მგზავრები ბათუმში გადაჰყავდა (ვიდეო)
ავტობანზე, სოფელ აღაიანის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
კომპანია "მეტროს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მთლიანად განადგურდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
მგზავრების თქმით, კვამლი პირველად ავტობუსის უკანა ნაწილში შენიშნეს და სალონი მალევე დატოვეს.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა კომპანია "მეტროს“ კუთვნილი ავტობუსის აალების მიზეზი.