თეგებით ძიება
15. 06. 2023 ვიდეო

ვინ არის კაცი, რომელიც 82 წლის ასაკში დაოჯახდა? (ვიდეო)

82 წლის გოგი ბაბუ და მისი მეუღლე, როზა ბებო თავისი სიყავრულის ისტორიის შესახებ "ნანუკა ჟორჟოლიანის" გადაცემაში საუბრობენ.

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, გოგი ბაბუმ ცოლი სწორედ მისი გადაცემის საშუალებით იპოვა და 82 წლის ასაკში დაოჯახდა.

"გაიცანით ჩემი მეუღლე, როზა ცხოვრებაშვილი, ქარელის რაიონიდან არის. 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფლიდან მოვიყვანე. ძალიან მარჯვეა, დილით ადრე დგება და საქმეებს აკეთებს. სოფელში გაზრდილი ქალი მინდოდა. პირველად გორში შევხვდით ერთმანეთს და რაღაც პრობლემები იყო. მზითვში ძროხები მოიყოლა და მე დიდად არ მინდოდა. მინდა დარჩენილი ცხოვრება მოგზაურობაში გავატარო და ეს საქონელი ვის დაუტოვო, უკვე პრობლემაა და ვაპირებ ნელ-ნელა გავყიდო”, – აცხადებს გოგი ბაბუ.

როგორც მისი მეუღლე, როზა აღნიშნავს, თავიდან ახალ ოჯახთან შეგუება ადვილი არ იყო, თუმცა ნელ-ნელა შეეჩვია.

„თავიდან ცოტა ძნელი იყო, ახალი სახლი, მოვლა და პატრონობა. მეჩხუბებოდა ხოლმე, შენ არაფერი მოგწონსო. კიბეებზე ასვლა და ჩამოსვლა მიჭირს. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებასთან მარტო ჭიდილი აღარ მიწევს. ხანდახან ვჩხუბობთ, მაგრამ მალე ვრიგდებით ხოლმე”, – განაცხადა როზა ბებომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა