თეგებით ძიება

15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც გამოძიება მოზარდზე სექსუალურ ძალადობას, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაკავებული წარსულშიც ნასამართლევია.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი 11 ივნისს, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა. ის მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა