თეგებით ძიება

ტანას ხეობაში სტიქიას ებრძვიან - 8 ოჯახი სახლში დაბრუნებას წყლის ნაკადის გამო ვერ ახერხებს

სტიქია ტანას ხეობაში - უხვი ნალექის გამო მდინარე საცხენეთი ადიდდა და წყალი სოფელში შევარდა. 

სოფელ ბოშურის ერთ-ერთ უბანში 8 ოჯახი სახლებში დაბრუნებას წყლის ნაკადის გამო ვერ ახერხებს.

დაზიანდა ბოგირები, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, რამდენიმე ადგილას დაზიანებულია გზაც. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ წვიმას თან ახლდა სეტყვა, ნალექის გამო ადიდდა ხევები.

"67 წლის ვარ და ასეთი წყალდიდობა არ მინახავს. სეტყვაც იყო, პირველად სეტყვა მოვიდა, მერე მოჰყვა ასეთი წვიმა, ყოველ დღე წვიმს მაგრამ ასეთი გადაუღებელი წვიმა არ ყოფილა, გამოიწვია წყალდიდობა", - აცხადებს ადგილობრივი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა