უკრაინაში რუსულ აგრესიას 488 ბავშვი ემსხვერპლა
რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 488 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 016 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 464; ხარკოვის ოლქში - 283, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 105, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 80.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.