15 წლის გოგოს იძულებითი ქორწინების ფაქტზე მამა და სასიძო დააკავეს - რა მოხდა მარნეულში?
მარნეულის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგოს ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, დაკავებულია არასრულწლოვნის მამა, რომელიც შვილს ქორწინებას აიძულებდა და ასევე დაკავებულია სრულწლოვანი კაცი, რომელიც პოტენციური სასიძო იყო.
როგორც შსს-ში განმარტეეს, სამართალდამცველებმა ფაქტის გაგებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები და ბრალდებულები დააკავეს.
არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი გუშინ, 15 ივნისს, დააკავეს.