თეგებით ძიება

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

მოდელ რენატა ბეგიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით,  აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შალვა იაშვილმა მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას დაზიანებები მიაყენა.

საქმის პროკურორის ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა, გამოკითხვისას თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა. პროკურორის განმარტებით, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.

სასამართლომ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა