თეგებით ძიება

"მოსამართლის იმედი მქონდა, არ უფიქრია რამდენად ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი ეს პერიოდი" - რას წერს რენატა ბეგიაშვილი ყოფილი ქმრის გათავისუფლებაზე?

მოდელი, რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყოფილი ქმრის გათავისუფლებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უსამართლობაა.

"არ ვიცი რატომ დავეხმარე ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა ან ზედმეტად მიამიტი და დიდი გული მაქვს. მოსამართლის იმედი მქონდა რაზეც არ უნდა მომეწერა ხელი არ ცნობდა.. არ უფიქრია რამდენად ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი ეს პერიოდი... მოღალატე, ბოროტი ადამიანების გამო.. იმედი მაქვს სხვა ქალი აღარ იქნება ჩემს ადგილას... იმედი მაქვს, ჩემი შვილი და მე ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავს.

კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავიჯერე თუ როგორი უსამართლო გარემო გვაქვს ადამიანებს ჩვენ შვილებს... ფულზე გაყიდული ადამიანობა...“, - წერს რენატა ბეგიაშვილი. 

შეგახსენებთ, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლოდ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა